სამართალი
თამარ ციხისელის სახლი გატეხეს

” ეროვნული ფორუმის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სახლი გატეხეს.

შემთხვევა ნაძალადევის რაიონში მოხდა. როგორც თამარ ციხისელმა ჟურნალისტებს განუცხადა,საცხოვრებელ სახლიდან არაფერი წაუღიათ.

თამარ ციხისელი პარალელს ეროვნული ფორუმის ოფისის ძარცვასთან ავლებს და ღიად აცხადებს, რომ ძარცვა პოლიტიკური მოტივით მოხდა.  მისივე თქმით, საცხოვრებელ სახლში ძვირფასეულობა და ძვირადღირებული ტექნიკა ხელუხლებელია. როგორც ციხისელი ამბობს, მძარცველები მის პირად კომპიუტერში პარტიის დოკუმენტებსა და მასთან დაკავშირებულ ინფორმაციას ეძებდნენ.

ადგილზე  გვიან ღამემდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ

 

Print