სამართალი
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" საჩივარo - რუსეთის წინააღმდეგ
შიდა ქართლიდან დევნილი 11 მოქალაქის სახელით რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო საჩივარს წარმოადგენს.

არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს აგვისტოს ომის და შემდეგ უკვე ე.წ მცოცავი ოკუპაციის დროს დაკარგული საკუთრების მქონე ადამიანების უფლებების დასაცავად. როგორც იურისტი, თეო ზაქარაშვილი აცხადებს, საჩივარი არა მხოლოდ 11 მოქალაქის არამედ, ყველა იძულებით გადაადგილებული პირის ინტერესების დაცვას გულისხმობს.

Print