სამართალი
მოსკოვში „ნოდარ ტბილისკი“ დააკავეს
მოსკოვში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, საქართველოს მკვიდრი ნოდარ ალოიანი, მეტსახელად „ნოდარ ტბილისკი“ დააკავეს.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ალოიანზე ბელგიასა და საფრანგეთში განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების გამო საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული.

რის გამოც 37 წლის ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს საფრანგეთის სამართალდამცავ ორგანოებს გადასცემენ.

რუსული პრესის  ინფორმაციით, ნოდარ ალოიანი 1979 წლის 23 იანვარს, თბილისში დაიბადა.

2006 წელს ის საქართველოს დედაქალაქშიც დააკავეს.

ე.წ. კანონიერი ქურდის სტატუსი მან 2012 წელს მიიღო.

Print