სამართალი
ასლან აბაშიძეს 15 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ასლან აბაშიძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აჭარის ყოფილი მეთაურისა და მასთან დაახლოებული პირების საქმეზე  გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მამისეიშვილმა დღეს გამოაცხადა. სასამართლომ ბრალდებულს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად  ნოდარ იმნაძის ოჯახისთვის -100 000 ლარის,  თენგიზ ასანიძისთვის კი 30 00 ლარის გადახდა დააკისრა.

გადაწყვეტილება სხვა პირებთან დაკაკავშირებითაც გამოცხადდა. ასლან აბაშიძის ცოლისძმას, აჭარის უშიშროების ყოფილ მინისტრს, სოსო გოგიტიძეს 12 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

მისი დაცვის უფროსს, დავით ხალვაშს კი, რომელიც თითქმის 2 წელია უკვე პატიმრობაშია, თავისუფლების აღკვეთა   წლითა და 6 თვით მიესაჯა.

გარდაცვალების გამო სასჯელისგან გათავისუფლდნენ ჯემალ გოგიტიძე და ელგუჯა ჯინჭარაძე.

ადვოკატებმა დღეს კომენტარი არ გააკეთეს, ამდენად უცნობია, გაასაჩივრებენ თუ არა გადაწყვეტილებას.

 

Print