სამართალი
პროკურატურაში პრეზიდენტის სიძის მეგობარი მივიდა

 

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ მისი ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით, პროკურატურაში


პრეზიდენტის სიძის მინდია გოგოჭურის მეგობრები დაიბარეს.

ერთ-ერთი მათგანი - მიხეილ თათარაშვილი მთავარ პროკურატურაში ადვოკატთან სოსო ბარათაშვილთან ერთად უკვე გამოცხადდა. მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

თათარაშვილი პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში უწყებაში გამოკითხვაზე 11:00 საათზე იყო დაბარებული, მოგვიანებით გამოკითხვის დრომ 12:00 საათისთვის გადაიწია,
15:00 საათზე პროკურატურაში გამოკითხვაზე ელოდებიან ასევე გოგოჭურის კიდევ ერთ მეგობარ თორნიკე კაჭარავას.
როგორც ცნობილია, უწყებამ აღნიშნულ საქმეზე გუშინ თავად პრეზიდენტის სიძე გამოკითხა. რამდენიმესაათიანი გამოკითხვის შემდეგ მინდია გოგოჭურმა პროკურატურა უკომენტაროდ დატოვა.

Print