სამართალი
გიორგი პაპუაშვილი მთავარ პროკურორს დღეს შეხვდება

 

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე საკონსიტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილს დღეს,  მთავარ პროკურატურაში 17.00  საათზე შეხვდება.

პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით,   მთავარი პროკურატურის ადმინისტრაციასა და საკონსტიტუციო სასამართლოს საორგანიზაციო სამსახურს შორის უკვე შედგა საუბარი.

პაპუაშვილი პრემიერთან შეხვედრას ითხოვდა და აცხადებდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში ამის შემდეგ მივიდოდა.

პრემიერ-მინისტრი გიორგი პაპუაშვილს უკვე შეხვდა,  თუმცა პრემიერმა აღნიშნა, რომ  ამ შეხვედრით დღის წესრიგიდან არ იხსნებოდა გიორგი პაპუაშვილის თანამშრომლობის აუცილებლობა პროკურატურასთან, რომელიც დამოუკიდებელი ინსტიტუტია.

 

 

Print