სამართალი
გიორგი პაპუაშვილი მთავარ პროკურატურაში დაიბარეს
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. გიორგი პაპუაშვილი ხვალ მთავარ პროკურატურაშია დაბარებული.

პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის  ნათია სუხიაშვილის  განცხადებით, პაპუაშვილს უწყება გაეგზავნა და პროკურატურაში მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით არის დაბარებული.

პროკურატურამ გიორგი პაპუაშვილის განცხადებებში მითითებულ ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების მიმართ ხორციელდება მიზანმიმართული ზეწოლა, რათა ზეგავლენა მოახდინონ მიმდინარე სამართალწარმოების პროცესში მოსამართლეების გადაწყვეტილებებზე. მან ასევე აღნიშნა, რომ ხსენებული მიზნის მისაღწევად შეიძლება გასაჯაროვდეს მოსამართლეების პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

Print