სამართალი
მაია რჩეულიშვილი სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს
„ცენტრ-პოინტის” საქმეზე ბრალდებულებს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ
ე.წ. თეთრი მაგნოლიას საქმეზე, კომპანია „ცენტრ-პოინტ ჯგუფის“ დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილი სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს.
ბრალდებულებს მაია და გუკა რჩეულიშვილებს, ასევე სალომე ჩარკვიანს და ირაკლი მინდელს მოსამართლე რევაზ ნადარაიას გადაწყვეტილებით პატიმრობა შეეფარდათ.

მაია რჩეულიშვილი სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს. მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილებით სრულად გაიზიარა სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობა და „ცენტრ-პოინტის“ საქმეზე ბრალდებულ ოთხივე პირს პატიმრობა შეუფარდა. 
მთავარი პროკურატურა „ცენტრ პოინტის“ საქმეზე ოთხივე ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მაია რჩეულიშვილმა ირაკლი მინდელთან და სალომე ჩარკვიანთან ერთად გაფლანგა მენაშენეთა კუთვნილი ფულადი თანხა 19 740 845 ლარი. გარდა ამისა, ირაკლი მინდელი შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გურამ რჩეულიშვილთან ერთად 2009 წლის 7 ივლისიდან - 2010 წლის 30 მარტამდე პერიოდში დაეუფლა მენაშენეთა კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას 1 657 959,39 ლარის ოდენობით, რაც მათ ერთობლივად მიითვისეს.
Print