სამართალი
სააკაშვილს Toyota Land Cruiser მოპარეს - ეჭვმიტანილი ქართველი „კანონიერი ქურდია“
კიევში, საქართველოს  ყოფილი პრეზიდენტის  და ოდესის ოლქის გუბერნატორის
მიხეილ სააკაშვილის Toyota Land Cruiser-ის მარკის ჯავშან ავტომობილი გაიტაცეს.
ინფორმაციას სოციალურ ქსელ facebook-ის გვერდზე  პირად გვერდზე  უკრაინის ყოფილი იუსტიციის მინისტრი ოლენა ლუკაში  ავრცელებს.
"სააკაშვილმა ახალ პოლიციას წლისთავი მიულოცა. მისი Toyota Land Cruiser-ის მარკის ჯავშან ავტომობილი გაიტაცეს, რომლის ღირებულება დაახლოებით 6 მილიონი გრივნაა“,-წერს დეპუტატი.
აღნიშნულზე  უკრაინული მედიაც  წერს:
Страна.ua -ს ინფორმაციით, ოდესის ოლქის გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს დაჯავშნილი ავტომობილი - Toyota Land Cruiser მოპარეს.
გამოცემა  უკრაინის პროკურატურაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
მედიის ინფორმაციით, ავტომობილი დამნაშავეთა ორგანიზებულმა ჯგუფმა გაიტაცა, რომლის სათავეშიც „კანონიერი ქურდი“ სერგეი ღლონტი, მეტსახელად „გუგა“ დგას.
„კანონიერი ქურდი“ კიევში საპატიმროშია და ექსტრადიციასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას ელის.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, სააკაშვილის ჯიპის გატაცებაც ამ ფაქტს უკავშირდება, რათა კრიმინალებსა და სამართალდამცველებს შორის გარკვეული გარიგება შედგეს,
როგორც გამოცემა წერს, ავტომობილი იმ შემთხვევაში დაუბრუნდება მფლობელს, თუ კიევის სააპელაციო სასამართლო, უარს იტყვის ადრე უკრაინაში დაკავებული სერგო ღლონტის უნგრეთში ექსტადირებაზე და პატიმრობიდან გაათავისუფლებენ.
ბუდაპეშტი  სერგო  ღლონტს ბრალს თაღლითობაში სდებს.  მას  უნგრეთის მოქალაქეობის მიღება სურდა.


Print