სამართალი
პროკურატურა მაგდა პაპიძისთვის უვადო პატიმრობას ითხოვს
სასჯელის გამოცხადებას ბრალდებულიც ესწრება..
შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძისათვის ბრალდების მხარე უვადო პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
პროკურორი განმარტავს, რომ ასეთ სასჯელს დანაშულის სიმძიმისა და ნაფიცი მსაჯულების ერთუსლოვანი ვერდიქტიდან გამოდინარე ითხოვს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს, სადაც მოსამართლემ პაპიძის სასჯელი უნდა განსაზღვროს.
სასჯელის გამოცხადებას ბრალდებულიც ესწრება..
მაგდა პაპიძისთვის წაყენებული ბრალდება 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
გამამტყუნებელი ვერდიქტი ნაფიცმა მსაჯულებმა 4 ივლისს გამოიტანეს და მაგდა პაპიძე დამნაშავედ ცნეს.

Print