სამართალი
კანდელაკის ქუჩაზე დაჭრილი ახალგაზრდა გარდაიცვალა

 

მრავლობითი ჭრილობები საფანტის თოფით ჰქონდა მიყენებული.
თბილისში, კანდელაკის ქუჩაზე დაჭრილი მიხეილ ცხაკაია გარდაიცვალა.

ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით ახალგაზრდა მამაკაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მას მრავლობითი ჭრილობები საფანტის თოფით ჰქონდა მიყენებული.

თვითმხილველების განცხადებით, დაზარალებული სახლში იმყოფებოდა, როდესაც დაუდგენელმა პირებმა დაუძახეს, სახლიდან გაიყვანეს, რა დროსაც სადარბაზოსთან სროლის ხმა გაისმა.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

 

Print