სამართალი
თაღლითობის ბრალდებით თბილისის საკრებულოს ყოფილი თანამშრომელი დააკავეს
საკრებულოს წევრებთან, სანაცვლოდ კი მოითხოვა 4 000 აშშ დოლარი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის ფაქტზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მიწის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, მომსახურების განყოფილების ყოფილი თანამშრომელი, დავით გასოევი დააკავა.
"საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, ერთ-ერთ მოქალაქეს მოტყუებით დაპირდა, რომ ქალაქ თბილისში, მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების მოპოვებაში დაეხმარებოდა, რისთვისაც გამოიყენებდა საკუთარ კავშირებს თბილისის საკრებულოს წევრებთან, სანაცვლოდ კი მოითხოვა 4 000 აშშ დოლარი. საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული თანხის ნაწილის, 2 000 დოლარის აღების ფაქტზე დააკავა", - აცხადებენ უწყებაში.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 2 დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

Print