სამართალი
შსს-მ ვისბადენის ინტერპოლის მიერ ძებნილი დააკავა
რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1986 წელს დაბადებული ტატიანა პ. დააკავეს.
თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს (თბილისის აეროპორტი) თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით გასვლისას, ვისბადენის ინტერპოლის მიერ 18.05.2011 წლიდან საერთაშორისო დონეზე ძებნილი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1986 წელს დაბადებული ტატიანა პ. დააკავეს.

ტატიანა პ.-ს ბრალი ედება გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 263-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობას გულისხმობს.

ამ დროისთვის ტატიანა პ.-ს მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
Print