სამართალი
შოთა ხიზანიშვილი სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს

 

შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი შოთა ხიზანიშვილი დამნაშავედ ცნო და მას 2 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ უფლებამოსილების გადამეტებაში შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი შოთა ხიზანიშვილი დამნაშავედ ცნო და მას 2 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
შოთა ხიზანიშვილი განაჩენის გამოცხადებისთანავე სხდომათა დარბაზში დააპატიმრეს.
საქმე ეხება 2012 წლის არჩევნებამდე "ქართული ოცნების" ლიდერების საუბრების ფარული ჩანაწერების კომპიუტერული ვირუსის გზით მოპოვებასა და გამოქვეყნებას.
სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა ლევან ქარდავასა და ვაჟა ლელუაშვილის მიმართაც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს, შოთა ხიზანიშვილს, ლევან ქარდავასა და ვაჟა ლელუაშვილს ბრალად უფლებამოსილების გადამეტება, კომპიუტერული ვირუსების გზით ყოფილი ოპოზიციის ლიდერების უკანონო მოსმენები და ბიძინა ივანიშვილის დაცვის თანამშრომელ ბესიკ სურმავაზე ზეწოლა ედებოდათ.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ვაჟა ლელუაშვილს თავისუფლების 3 წლით, ლევან ქარდავასა და შოთა ხიზანიშვილს კი 1 წლითა და 6 თვით აღკკვეთა განესაზღვრათ.

 

Print