სამართალი
პრეზიდენტი ვანო მერაბიშვილის შეწყალებას არ განიხილავს
"პასუხი არის ძალიან ნათელი, რომ ვანო მერაბიშვილის შეწყალებას მე არ განვიხილავ"
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის შეწყალების საკითხს არ განიხილავს.
ამის შესახებ პრეზიდენტმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ამასთან დაკავშირებით, არაერთი განცხადება გაკეთდა ჩვენი ადმინისტრაციიდან და პასუხი არის ძალიან ნათელი, რომ ვანო მერაბიშვილის შეწყალებას მე არ განვიხილავ" - განაცხადა პრეზიდენტმა.

Print