სამართალი
მერაბიშვილსა და უგულავას ერთ საკანში არ მოათავსებენ

 

სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა.

ყოფილ პრემიერ ვანო მერაბიშვილსა და დედაქალაქის ყოფილ მერს გიგი უგულავას ერთ საკანში არ მოათავსებენ.
სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის და შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილისა და თბილისის ყოფილი მერის გიგი უგალავს ერთ საკანში მოთავსების მოთხოვნით ადვოკატებმა მიმართეს.
მათი განცხადებით, გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილის საკნებში მარტო ყოფნა არადაამიანური მოპყრობისა და წამების ტოლფასია.
ადვოკატებმა ყოფილი მაღალჩინოსნების ერთ საკანში მოთავსების თხოვნით მათ სასჯელაღსრულების სამინისტროსაც მიმართეს, თუმცა მათი მოთხოვნა სასჯელაღსრულების სამინისტრომ იმ არგუმენტით არ დააკმაყოფილა, რომ ვანო მერაბიშვილი და გიგი უგულავა ერთ საქმეზე არიან ბრალდებულები.
"ყველა სამართლებრივ გზას მივმართავთ და ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს გამოვიყენებთ, რომ გიორგი უგულავას და ივანე მერაბიშვილის უფლებები იქნეს დაცული, საპატიმრო დაწესებულებაში ისინი აღარ ექვემდებარებოდნენ არაადამიანურ მოპყრობას, რაც გულისხმობს იმას, რომ მხოლოდ და მხოლოდ მარტონი არიან საკანში ამდენი წლის მანძილზე", - აცხადებს ადვოკატი ბექა ბასილაია.

 

Print