სამართალი
ქუთაისში ავარიას მცირეწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა

 

გაჩერებაზე მყოფ ბებიასა და შვილიშვილს ავტომანქანა შეეჯახა.
ქუთაისში, მე-11 საჯარო სკოლასთან გაჩერებაზე მყოფ ბებიასა და შვილიშვილს ავტომანქანა შეეჯახა, შემდეგ კი, მაღაზიაში შევარდა.
მცირეწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა, ბებია კი, საავადმყოფოშია მოთავსებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

Print