სამართალი
წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

 

დაკავებულს ფულის გაყალბებას ედავებიან

შსს-მ ანკარის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავათბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს (თბილისის აეროპორტი) თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისი-სტამბულის რეისით საქართველოდან გასვლისას, ანკარის ინტერპოლის მიერ 21.03.2016 წლიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1987 წელს დაბადებული აჰმეტ ს. დააკავეს.აჰმეტ ს.-ს ბრალი ედება თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 197/1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც ფულის გაყალბებას გულისხმობს.ამჟამად აჰმეტ ს.-ს მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

 

Print