სამართალი
აფხაზეთის ე.წ. პროკურატურამ ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის დაპატიმრება მოითხოვა
რაშიდ კანჯიოღლის მიმართ სისხლის სამართლის საქმე მანამ არ აღიძვრება, სანამ სანქციას ე.წ. სასამართლო არ გასცემს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პროკურატურამ სამხედრო ტრიბუნალს რაშიდ კანჯიოღლის დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართა.
სეპარატისტული რეჟიმის უწყების თქმით ე.წ. მესაზღვრეს ბრალი საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას განზრახ მკლელობაში ედება.
ე.წ. გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ რაშიდ კანჯიოღლის მიმართ სისხლის სამართლის საქმე მანამ არ აღიძვრება, სანამ სანქციას ე.წ. სასამართლო არ გასცემს
გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. მესაზღვრე რაშიდ კანჯი-ოღლი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების სამსახურიდან დაითხოვეს.
კანჯი-ოღლის წინააღმდეგ გამოტანილია დადგენილება განზრახ მკვლელობის მუხლით.
რაშიდ კანჯი-ოღლი საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას განზრახ მკველობაშია ბრალდებული. ტრაგიკული შემთხვევა 19 მაისს, სოფელ ხურჩაში მოხდა.

Print