სამართალი
გაგი მოსიაშვილი: თვითმკვლელობის ვერსიას ოჯახი და არც ადვოკატები არ ვეთანხმებით

ეროსი კიწმარიშვილის ოჯახს პროკურატურის მიერ დასახელებული თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ.

ამის შესახებ მაესტროს ოჯახის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განუცხადა.
"დღეს შევიტყვეთ პროკურატურის პოზიცია., საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებების პერიოდში გამოძიებამ შემაჯამებელი გადაწყვეტილება გამოიტანა. განგიმარტავთ, რომ ინფორმაციას, რაც გასაჯაროვდა ოჯახი და არც ადვოკატები არ ვეთანხმებით.
არ ვეთანხმებით - პროკურატურის მიერ წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელიც გარკვეულ კითხვის ნიშნებს ბადებს", - განცხადა მაესტროს ეთერში სატელეფონო ჩართვისას კიწმარიშვილების ოჯახის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა.
მისი თქმით, დეტალებზე ხვალ, შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ისაუბრებს. სადაც მათ ხელთ არსებულ მტკიცებულებებს და არგუმენტებს წარადგენს.
რაც შეეხება კითხვას, შესაძლოა თუ არა კიწმარიშვილს, როგორც პროკურატურა აცხადებს, ვალების გამო მოეკლა თავი, გიგა მოსიაშვილი თქმით, ვალები არ შეიძლება ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობის მიზეზი გამხდარიყო.
ადვოკატი ასევე ამბობს, რომ პროკურატურის მიერ კიწმარიშვილის საქმზე გამოძიების შეწყვეტა, არ ნიშნავს, რომ საქმე არასდროს განახლდება.
" ჩვენ ვაპირებთ, ჩვენს ხელთ არსებული გარკვეული მტკიცებულებებით და არგუმენტებზე დაყრდნობით წარმოვადგინოთ ჩვენი პოზიცია",-აცხადებს ადვოკატი
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ეროსი კიწმარიშვილი მიზანმიმართულად თვითმკვლელობამდე არავის მიუყვანია და არავის მოუკლავს, მან თავი მოიკლა, რის გამოც, მიღებულია გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ.

 

 

Print