სამართალი
ე.წ. კანონიერ ქურდ დავით გერლიანთან დაკავშირებით შს მინისტრი ბრიფინგს გამართავს
შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი 14:00 საათზე სპეციალურ ბრიფინგს გამართავს.
როგორც მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბრიფინგზე ე.წ. კანონიერი ქურდის, დავით გერლიანის, მეტსახელად "სვანის" ქვეყანაში შემოსვლასთან დაკავშირებულ საკითხზე ისაუბრებს.
დავით გერლიანის უკრაინიდან დეპორტაციის შესახებ ინფორმაცია "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" გაავრცელა. ე.წ კანონიერი ქურდის საქართველოში შემოსვლის კადრები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში "რუსთავი 2"-მა გაავრცელა.
დავით გერლიანი ოდესის ერთ-ერთ რესტორანში პოლიციამ დააკავა.
ე.წ. "კანონიერი ქურდი" დავით გერლიანი, იგივე სვანა თბილისში 19 ივლისს ჩამოვიდა.
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის განცხადებით, მოხდა მისი უკრაინიდან დეპორტაცია და იგი ოდესიდან საქართველოში უპრობლემოდ ჩამოვიდა. თბილისის აეროპორტში სვანა არავის დაუკავებია.
ე.წ.კანონიერი ქურდობა, ისე ქურდული სამყაროს წევრობა საქართველოს კანონმდებლობით დასჯადია. სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, კანონიერი ქურდობა ითვალისწინებს 7-დან 10 წლამდე პატიმრობას, ხოლო ქურდული სამყაროს წევრობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით 5-დან 8 წლამდე ვადით.

Print