სამართალი
დაკავება ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე
დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე  ბახდიარ ისმაილოვი დააკავეს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე საქართველოს მოქალაქე ბახდიარ ისმაილოვი დააკავეს.

"სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საქართველოს ტერიტორიაზე, სხვადასხვა პირზე გაასაღა ყალბი ასდოლარიანი კუპიურები. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, საერთო ჯამში, ამოღებულია ყალბი 10 000 ამერიკული დოლარი" - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 დან 10 წლამდე ვადით.

Print