დაკავება ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე                                    
            
        
                              
            
             
                        
            
                                
                დიდი
ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე  ბახდიარ ისმაილოვი
დააკავეს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე
საქართველოს მოქალაქე ბახდიარ ისმაილოვი დააკავეს.
"სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და
საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საქართველოს
ტერიტორიაზე, სხვადასხვა პირზე გაასაღა ყალბი ასდოლარიანი კუპიურები.
დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, საერთო ჯამში, ამოღებულია ყალბი 10 000
ამერიკული დოლარი" - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის
სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 დან 10 წლამდე
ვადით.