სამართალი
საპოლიციო კონტროლმა 182 სისხლის და 1450 ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა ფაქტი გამოავლინა

 

შსს-მ მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი განახორციელა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დანაშაულის პრევენციის და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი განახორციელა.

2016 წლის 16-18 ივნისს, საპოლიციო კონტროლის შედეგად, სამართლდამცველების მიერ გამოვლინდა სისხლის სამართლის 182 დანაშაული, მათ შორის:

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების (სსკ-ის 236-ე მუხლი) - 61 ფაქტი;

მკვლელობის მცდელობის (სსკ 19 -109-ე მუხლი) - 1 ფაქტი;

ნარკოტიკების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღების (სსკ 260-ე მუხლი) – 21 ფაქტი;

საქართველოში ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანის (სსკ 262-ე მუხლი) – 1 ფაქტი.

პოლიციამ დააკავა 1 ძებნილი პირი. ასევე, გაიხსნა ადრე ჩადენილი ყაჩაღობის, ძარცვის მცდელობის და საქართველოში ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანის თითო ფაქტი.

დაფიქსირდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 1450 შემთხვევა, მათ შორის:

ნარკოტიკების უკანონო მოხმარების (ასკ-ის 45-ე მუხლი) - 49 ფაქტი;

წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ის 166-ე მუხლი) - 17 ფაქტი;

დაუმორჩილებლობის (ასკ-ის 173-ე მუხლი) - 32 ფაქტი;

დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ის 166-ე და 173-ე მუხლები) - 16 ფაქტი.


საპოლიციო კონტროლის მიმდინარეობისას, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული იქნა შემდეგი სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა: 6 ავტომატი; 4 პისტოლეტი; 1 რევოლვერი; 2 საფანტის პისტოლეტი; 3 შაშხანა; 15 გადაჭრილი სანადირო თოფი; 1 სანადირო თოფი; 1 ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი; 4 ყუმბარმტყორცნი; 2 ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი; 1 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი; 36 ყუმბარმტყორცნის ჭურვი; 2 ნაღმმტყორცნი; 14 ამფეთქი ფალია; 71 ხელყუმბარა; 6 კაფსულ-დეტონატორი; 4037 ვაზნა და 1,5 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი.

ასევე, ამოღებულია: 19 აბი ფსიქორტოპული მედიკამენტი; 7 აბი "დიფენოქსილატი"; 109 ძირი კანაფი; 7 შეკვრა მარიხუანა; 2 შეკვრა "ჰეროინი"; 1 შეკვრა "სუბოტექსი"; 1 შეკვრა "ოპიუმი"; 49 აბი "ტრამადოლი"; 50 აბი "ფსევდოეფედრინი"; 1 შეკვრა ყაყაჩოს თესლი.

საპოლიციო კონტროლის დროს, სამართალდამცველებმა ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის - 26, ხოლო ადმინისტრაციული სამართლდარღვევისთვის – 53 პირი დააკავეს.

 

Print