სამართალი
ანა დოლიძე: მაგდა პაპიძის პროცესი უნდა დაიხუროს
"მოწმეებს უნდა აეკრძალოთ მედიასთან საუბარი"
თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესის დაიხურვას მოითხოვს..

"ყველა ზომები უნდა იყოს მიღებული და დაიხუროს მაგდა პაპიძის პროცესი. მოწმეებს უნდა აეკრძალოთ მედიასთან საუბარი და აღსრულდეს პერსონალური ინფორმაციის შესახებ კანონი. პროცესის დახურვას რა აზრი აქვს თუ ექიმი პირს მოაღებს და ტელევიზორში ყველანაირ პერსონალურ ინფორმაციას დაფქვავს.
ჩვენი კანონმდებლობა ამ ყველაფრის საშუალებას იძლევა და ამას მოითხოვს ყველას, გარდაცვლილების, ბრალდებულის და საზოგადოების ინტერესები. ეს იქნებოდა ჩვეულებრივი რამ დასავლეთის ბევრ ქვეყანაში და ჩვენი ყოყმანი ამ მხრივ სრულიად გაუმართლებელია", - წერს ანა დოლიძე სოციალურ ქსელში.
მაგდა პაპიძეს მეუღლისა და ხუთი წლის შვილის მკვლელობა ედება ბრალად.

მაგდა პაპიძეს მეუღლისა და ხუთი წლის შვილის მკვლელობა ედება ბრალად.

Print