სამართალი
შსს-ს საბერძნეთის ეროვნული პოლიციის სამსახურის წარმომადგენელი ეწვია

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უბნის
ინსპექტორების სამმართველოს პირველ (არასრულწლოვანთა) განყოფილებას,
ევროპის პოლიციის კოლეჯის (European Police College)
გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, საბერძნეთის ეროვნული პოლიციის სამსახურის წარმომადგენელი, ფსიქოლოგი ნიკოლას ანარგიროს სტამატოიანისი ეწვია.

ქართველ სამართალდამცველებთან შეხვედრაზე არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის, არასრულწლოვანთა კანონსაწინააღმდეგო ქცევისა და მისი პრევენციის, მსხვერპლ არასრულწლოვანთა ფსიქოლოგიური შეფასებისა და რეაბილიტაციის შესახებ ისაუბრეს.

უბნის ინსპექტორების სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა ბერძენ სტუმარს თავიანთი საქმიანობის ამსახველი პრეზენტაცია წარუდგინეს, განყოფილების მუშაობის სპეციფიკა და მიმართულებები გააცნეს. ნიკოლას ანარგიროს სტამატოიანისმა დადებითად შეაფასა ქართველი სამართალდამცველების მიერ არასრულწლოვანთა დანაშაულის კუთხით განხორციელებული პრევენციული ღონისძიებები.

შეხვედრები გაიმართა, ასევე, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის კიბერდანშაულთან ბრძოლის და ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოების წარმომადგენლებთან, სადაც კიბერდანაშაულისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებზე და აღნიშნულ დანაშაულებში არასრულწლოვანთა ჩართულობის შესახებ ისაუბრეს.

ევროპის პოლიციის კოლეჯის (European Police College) გაცვლითი პროგრამის მიზანია, ევროპის პოლიციის ოფიცრებს, ექსპერტებსა და ტრენერებს შესაძლებლობა მიეცეთ, მათთვის საინტერესო სფეროში, უცხოელი კოლეგების სამუშაო გამოცდილება გაიზიარონ. ევროპის პოლიციის გაცვლითი პროგრამის კონკურსი ყოველწლიურად ცხადდება და მასში სხვადასხვა ქვეყნის პოლიციის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.
Print