სამართალი
ევროპულმა სასამართლომ აგვისტოს ომის საქმეზე ქართველ მოწმეთა დაკითხვა დაასრულა
ინფორმაციას  იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

სტრასბურგის სასამართლომ აგვისტოს ომის საქმეზე ქართველ მოწმეთა დაკითხვა დაასრულა
როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობის მიერ 2015 წელს წარდგენილი წერილობითი პოზიციების შესწავლის შემდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, სტრასბურგში საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II) ქართველ მოწმეთა მოსმენა გაემართა.
"მიმდინარე წლის 6-17 ივნისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 33 მოწმეს მოუსმინა. მოწმეთა ვინაობა, მათი დაკითხვის დრო, ეპიზოდები თუ სხვა დეტალები, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით მკაცრად კონფიდენციალურია",-ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე საქართველო რუსთის წინააღმდეგ (II) საქართველოს სახელმწიფოს ინტერესს იუსტიციის სამინისტრო იცავს.

Print