კულტურა
CAMUT BAND ესპანეთიდან და პოეზიის საღამო ბათუმში

ბათუმში, მასშტაბური პროექტის „Check in Georgia“ ფარგლებში  ქუჩის თეატრის პროექტი Street Theatre Project იმართება.

10 აგვისტოს, 20:00 საათზე, მაღაზია „წიგნები ბათუმში“ კატო ჯავახიშვილის, ნიკა ჯორჯანელისა და ზვიად რატიანის პოეზიის საღამოს უმასპინძლებს. 22:00 საათზე, კი ბულვარში, ე.წ. „კოლონადებთან“ ესპანეთის თეატრალური დასის CAMUT BAND - ის წარმოდგენა LIFE IS RHYTHM გაიმართება.

ფესტივალის ფარგლებში, ბათუმის ბულვარში, საქართველოს და სხვადასხვა ქვეყნის თეატრები წარმოდგენებს გამართავენ. ღია ცის ქვეშ მაყურებელთა წინაშე რუსთაველის, თელავის, ილიაუნის, მოზარდმაყურებელთა, სოხუმის, ბათუმის თოჯინების, ახალციხის, მუსიკისა და დრამის და პანტომიმის თეატრები წარდგებიან.

პროექტის ფარგლებში, ბათუმს სლოვაკეთის (BIG NAMES), საფრანგეთის (TRANSE EXPRESS,TAMBOURS & GIANT DOLLS), რუსეთის (პატარა ისტორიები - ჯამბზის შოუ), ესპანეთის (CAMUT BAND), დიდი ბრიტანეთის (FRANTIC, SPARK) დასები ესტუმრებიან და მაყურებელს საინტერესო სანახაობას შესთავაზებენ.

9-10 აგვისტოს, ბათუმის ლიტერატურულ კაფეში პოეზიის საღამოები ეწყობა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ კატო ჯავახიშვილი, ნიკა ჯორჯანელი და ზვიად რატიანი. 12 აგვისტოს, კი . კოლონადებთან“ The Quintessence - ის კონცერტი გაიმართება.

ქუჩის თეატრის პროექტი საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული მასშტაბური პროექტის „Check in Georgia” ფარგლებში იმართება.

 

Print