რეგიონები
სოფელ შაქრიანში ქვევრში 75 წლის ქალის ცხედარი იპოვეს

ყვარლის რაიონის სოფელ შაქრიანში, საკუთარი სახლის მარანში 75 წლის ქალის ცხედარი იპოვეს.

 

მოხუც ქალბატონს მეზობლები 7 აგვისტოდან ეძებდნენ. მათი ინფორმაციით,  მოხუცი მარტო ცხოვრობდა.

"რამდენიმე დღე რომ აღარ გამოჩნდა, მეზობლებმა ძებნა დავუწყეთ. დღეს დილით  ქვევრში გარდაცვლილი ვიპოვეთ. სავარაუდოდ მოკლულია, რადგან სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა", -  აცხადებენ გარდაცვლილის მეზობლები.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით  მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება სსკ 108 მუხლით მიმდინარეობს მოკვლევას კახეთის პოლიციის სამმართველო აწარმოებს.

 

Print