რეგიონები
აჭარაში ტურისტების რაოდენობა გაიზარდა
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის სტატისტიკის მიხედვით,

მაისის განმავლობაში რეგიონს 44, 567 ტურისტი, მათ შორის 29 ათასამდე უცხოელი და 15-ზე მეტი შიდა ტურისტი სტუმრობდა.
იანვარ-მაისის პერიოდს, 5 თვის განმავლობაში კი აჭარაში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18,50 % -თაა გაზრდილი, რაც 79 ათას ტურისტს გულისხმობს. სტატისტიკა აჭარაში რეგისტრირებული განთავსების ობიექტების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა.

ქვეყნების მხრივ, აეროპორტიდან შემოსული ვიზიტორების ზრდა 2015 წელთან შედარებით ასე გამოიყურება. 14-ჯერ გაიზარდა ებრალი, 5-ჯერ ყაზახი ვიზიტორების, 57%-ით რუსი და 13% -ით ლიტველი ვიზიტორების რაოდენობა. ყველაზე დიდი - 78%-ით გაიზარდა ბელარუსი ტურისტების რიცხვი. სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტიდან რეგიონში შემოსული ირანელი ვიზიტორების რაოდენობა 7-ჯერ, ყაზახი ვიზიტორებისა კი 30,43% -ით გაიზარდა.

„არსებული სტატისტიკის მიხედვით როგორც ველოდით რეგიონში ტურისტების ზრდა გვაქვს ჩვენი სამიზნე ქვეყნებიდან, რაც ჩვენი და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობის შედეგია. თუმცა რეგისტრირებული განთავსების ობიექტების გარდა ტურისტები რეგიონში მრავლადაა არარეგისტრირებულ საოჯახო სასტუმროებშიც, რაც კიდევ უფრო ზრდის აჭარაში ჩამოსული სტუმრების სტატისტიკას“ - განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა.

Print