რეგიონები
მარტვილში, მდინარე აბაშაში დაკარგულ ორ ადამიანს ეძებენ
მაშველები მარტვილის, რაიონის სოფელ გაჭედილში მდინარე აბაშაში დაკარგული ერთის ნაცვლად, უკვე ორ ადამიანს ეძებენ.

გვიან ღამით 18 წლის მოზარდის ძებნის ოპერაციაში ჩართული ერთ-ერთი  მყვინთავი დაიკარგა.
გავრცელებული ინფორმაციით, ის 55 წლამდე ასაკისაა. ამ ეტაპზე დგინდება პერიმეტრი, საიდანაც მამაკაცი გაუჩინარდა. ძებნის ოპერაცია ამ ეტაპზე მხოლოდ მდინარის ნაპირზე მიმდინარეობს, უამინდობის გამო პროცესში მყვინთავების ჩართვა ვერ ხერხდება.
სოფელ გაჭედილში მცხოვრები, მე-12 კლასის მოსწავლე 18 წლის მალხაზ ბერიშვილი მდინარე აბაშაშუ საბანაოდ გუშინ 16:00 საათზე გადახტა.
თვითმხილველები , რომელთა შორისაც მალხაზ ბერიშვილის ძმაც იყო, მის გადარჩენას შეეცადნენ, თუმცა მას შემდეგ რაც ახალგაზრდის კვალი დაიკარგა, მათ სამაშველო სამსახური გამოიძახეს.

Print