რეგიონები
დაპირისპირება ბათუმში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან

ოფისთან  სულხან მოლაშვილის ფოტოები მიიტანეს წარწერით: „მკვლელებო“

ბათუმში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან,  პარტია  "ჩვენი სამშობლო“ წარმომადგენლები  და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები  ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

პარტია  "ჩვენი სამშობლოს “ წარმომადგენლებმა

ოფისთან  სულხან მოლაშვილის ფოტოები მიიტანეს წარწერით: „მკვლელებო“ და ოფისის გარე ფასადზე გაკვრას ცდილობდნენ, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“  მხრიდან წინააღმდეგობის გაწევა მოჰყვა.

პარტია "ჩვენი სამშობლოს"  წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სულხან მოლაშვილის სიცოცხლე „ნაციონალური მოძრაობის“ სიხლიანმა რეჟიმმა შეიწირა, რის გამოც  თითოეულმა მათგანმა პასუხი უნდა აგოს და ბოდიში მოიხადოს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აქციის ორგანიზებას, ბიძინა ივანიშვილს უკავშირებენ.

აქცია  ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ   15 წუთში დაიშალა.

კონტროლის პალატის  ყოფილი თავმკდომარე, სულხან მოლაშვილი პარიზში 2 დღის  წინ გარდაიცვალა.

 

Print