რეგიონები
ქუთაისში ლიფტის შახტაში მამაკაცი ჩავარდა
მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, 16 სართულიანი ბინის 186 - ე კორპუსის მეხუთე სართულზე გამოძახებულ ლიფტის შახტაში მამაკაცი ჩავარდა.
როგორც მაესტროს თვითმხილველებმა განუცხადეს, ლიფტი წლების განმავლობაში ამორტიზებულ მდგომარეობაში იყო და მაინც მუშაობდა.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარება იმყოფება, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

Print