რეგიონები
ქუთაისში ფეხმძიმე ქალს ავტომობილი დაეჯახა
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
ქვეითად მოსიარულე ფეხმძიმე ქალბატონს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში "მაესტროს" განუცხადეს, რომ მომხდარის შედეგად ქალბატონი მსუბუქად დაშავდა, ხოლო მძღოლს შემთხვევის ადგილი არ მიუტოვებია.
მომხდარზე გამოძიება სისხლია სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დარღვევა მოჰყვა.

Print