რეგიონები
ქედასა და შუახევში 600-მდე ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი

 

სოფლებს ელექტროენერგიაც არ მიეწოდება.
შუახევის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფელი  და ქედის მუნიციპალიტეტის ერთი სოფელი უხვი ნალექის შედეგად განვითარებულმა მეწყერმა გარესამყაროს მოწყვიტა.
უჩამბის უბნის სოფლების ცინარეთის, წაბლანას, მოფრინეთისა და ლაკლაკეთის 600-მდე ოჯახი ცენტრთან
კონტაქტს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შემოვლითი გზით დაუკავშირდება.
სოფლებს ელექტროენერგიაც არ მიეწოდება.
შუახევის გამგებელის ტარიელ ებრალიძის განცხადებით,ადიდებულმა მდინარე ტბეთისწყალმა  კაპიტალური ხიდი წაიღო,
დააზიანა გზა,რამდენიმე სახლის ეზო დაიმეწყრა, რის გამოც 10 ოჯახიუსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.
"ჩვენ მობილიზებული ვართ და დილიდან დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები. 10 ოჯახი გავიყვანეთ უსაფრთხო ადგილზე.
რამდენიმე სახლის ეზოს მეწყერი მიადგა, დააზიანა დამხმარე ნაგებობები და გაანადგურა ნათესები.
გეოლოგების დასკვნის შემდეგ მოსახლეობას დავეხმარებით შეძლებისდაგვარად", - განაცხადაა ტარიელ ებრალიძემ.
მეწყერმა ფუტკარაძეების საკალმახე მეურნეობა გაანადგურა.

 

Print