რეგიონები
სამტრედიაში ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
გარდაიცვალა 79 წლის ქალბატონი, რომელმაც ძლიერი ცეცხლის გამო სახლიდან გამოსვლა ვერ მოასწრო.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიშში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა.
გარდაიცვალა 79 წლის ქალბატონი, რომელმაც ძლიერი ცეცხლის გამო სახლიდან გამოსვლა ვერ მოასწრო.
თვითმხილველების თქმით, გარდაცვლილი ქალბატონი სახლში მარტო იმყოფებოდა, ხანძარი ჯერ მის საძინებელში გაჩნდა, შემდეგ კი მთელ სახლს მოედო.
მეზობლებმა შემთხვევის ადგილზე სახანძროები გამოიძახეს, რომლებმაც ცეცხლის ჩაქრობა მალევე შეძლეს.

Print