რეგიონები
ბათუმში მოპედი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა

 

შემთხვევა გორგილაძის ქუჩაზე, მერიის შენობასთან მოხდა.
თვითმხილბელების ინფორმაციით, მამაკაცმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ჯერ ბოძს, შემდეგ კი ქვეითს დაეჯახა. 44 წლის მამაკაცი ღია მოტეხილობებითა და თავის არეში ჭრილობებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შსს ინფორაციით საავადმყოფოშია გადაყვანილი მოპედის მძღოლიც.
ფაქტზე გამოძიება 124 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

 

Print