რეგიონები
გურიაში სასულიერო პირს სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ
გურიაში, ლანჩხუთის რაიონის სოფელ აცანის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გაბრიელი ათამდე სამართალდამცველმა სცემა.

სასულიერო პირი ამ წუთებში ოზურგეთის "მედალფას" კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება:
"მოვდიოდი ქობულეთიდან აცანის მიმართულებით, ლანჩხუთში გამაჩერა საპატრულო ეკიპაჟმა, ვუთხარი რომ ორი ჭიქა არაყი მქონდა მიღებული და ბოდიში მოვუხადე ამის გამო. ერთ- ერთმა თანამშრომელმა მითხრა მანქანა გადააყენეო, მეც მივაყენე "ქართული ოცნების" ლანჩხუთის ოფისთან, იქვე, ამ დროს თავს დამესხა რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი და ათამდე პოლიციელი, დამადეს ხელბორკილები, გადამიყვანეს მათ მანქანაში და თითქმის მთელი საათი უმოწყალოდ მცემდნენ, ვერ ვლაპარაკობ, პირიდან სისხლი მომდის, ყველა მცემდა, აი ესენი, ახლა რომ თითქოს მოწიწებით მექცევიან"- განაცხადა სასულიერო პირმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სამართალდამცველების მხრიდან სასულიერო პირის ცემის ფაქტი არ დასტურდება.
უწყების ცნობით, პოლიციის თანამშრომლებმა აცანის ეკლესიის წინამძღვარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
Print