კალენდარი
ამინდი
თბილისი 13 °C
img
ბათუმი 16 °C
img
თელავი 15 °C
img
ქუთაისი 13 °C
img
სოხუმი 14 °C
img
დუშეთი 14 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
2.7114
Down
GBP
GBP
3.1339
Down
RUB
RUB
4.2921
Down
TRY
TRY
0.6776
Down
USD
USD
2.4172
Down
პოლიტიკა
პრემიერი:სახელმწიფო აუცილებლად უზრუნველყოფს წესრიგის დაცვას

აღნიშნული მოვლენები ცხადყოფს, რომ ყოფითი შემთხვევა გამოყენებული იქნა დესტრუქციული პოლიტიკური ძალების მხრიდან სიტუაციის ესკალაციისთავის,

აღნიშნული მოვლენები ცხადყოფს, რომ ყოფითი შემთხვევა გამოყენებული იქნა დესტრუქციული პოლიტიკური ძალების მხრიდან სიტუაციის ესკალაციისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
ამის შესახებ პრემიერმა რამდენიმე წუთის წინ მთავრობის ადმინისტრაციაში  გამართულ  საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა
„პირველ რიგში, ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ. შინაგან საქმეთა მინისტრი ჩემი დავალებით ჩავიდა ბათუმში. ასევე ზურაბ პატარაძის მომართვის საფუძველზე, საკითხის შესწავლამდე და დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით, ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პიროვნება გათავისუფლებულ იქნა. აღნიშნული მოვლენები ცხადყოფს, რომ ყოფითი შემთხვევა გამოყენებული იქნა დესტრუქციული პოლიტიკური ძალების მხრიდან სიტუაციის ესკალაციისთვის. სამწუხაროდ, აღნიშნული ძალები არ ერიდებიან ქვეყნის სტაბილურობის საძირკვლის შერყევასაც კი, შეგნებულად უკეთებენ პროვოცირებას ვანდალურ აქტებს, ძალადობენ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებზე, რომლებიც ჩვენი მითითებით ამ ეტაპზე მხოლოდ მინიმალური რეაგირების რეჟიმში იმყოფებიან, რათა მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან შესაძლო გართულება. ასევე უნდა ვთქვა, რომ საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის პოზიცია ამგვარი დესტრუქციული ქმედების მიმართ ცალსახად უარყოფითია, შესაბამისად, სახელმწიფო აუცილებლად უზრუნველყოფს წესრიგის დაცვას და დაიცავს ჩვენი მოქალაქეების უფლებას იცხოვროს მშვიდ გარემოში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საგანგებოდ მინდა მივმართო ყველას, ვინც მზად არის ფეხქვეშ გათელოს ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ჩვენი მოქალაქეების უფლებები, ისინი სახელმწიფოსგან უმკაცრეს პასუხს მიიღებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერმა ყველას მოუწოდა, რომ დაემორჩილონ კანონს და პატივი სცენ სახელმწიფო ინსტიტუტებს.
”საგანგებოდ მინდა მივმართო ყველას, ვინც მზად არის ფეხქვეშ გათელოს ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ჩვენი მოქალაქეების უფლებები, ისინი სახელმწიფოსგან უმკაცრეს პასუხს მიიღებენ. მოვუწოდებ ყველას, დაემორჩილოს კანონს და პატივი სცენ სახელმწიფო ინსტიტუტებს”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 30-მა კონგრესმენმა აშშ-სა და
საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 30-მა კონგრესმენმა აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისა
10:09 / 03.05.2017
ბათუმში განვითარებულ მოვლენებს
საქართველოს პრეზიდენტი ბათუმის
მოვლენებს Facebook-ზე გამოეხმაურა.

ბათუმში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს პრეზიდენტი ბათუმის მოვლენებს Facebook-ზე გამოეხმაურა.

02:26 / 12.03.2017
საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის ვებგვერდზე  ევროკავშირის
საზღვარზე გადაადგილების შესახებ მოკლე ინფორმაცის აქვეყნებს.
საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის ვებგვერდზე  ევროკავშირის საზღვარზე გადაადგილების შესახებ მოკლე ინფორმაცის აქვეყნებს.
16:29 / 02.02.2017
553 ხმით 66-ის წინააღმდეგ საქართველოს ვიზალიბერალიზაციას
ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა.
553 ხმით 66-ის წინააღმდეგ საქართველოს ვიზალიბერალიზაციას ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა.
14:55 / 02.02.2017

ევროკავშირის საბჭომ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირველო მისიის
მანდატი კიდევ ორი წლით გაახანგრძლივა
ევროკავშირის საბჭომ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირველო მისიის მანდატი კიდევ ორი წლით გაახანგრძლივა
10:24 / 13.12.2016
ახალი ამბები