პოლიტიკა
ევროკავშირის სადამკვირველო მისიას მანდატი 2018 წლის 14 დეკემბრამდე გაუგრძელდა
ევროკავშირის საბჭომ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირველო მისიის მანდატი კიდევ ორი წლით გაახანგრძლივა
მისია 2018 წლის 14 დეკემბრამდე გაგრძელდება. ამასთან, სადამკვირველო მისიისთვის 2016 წლის 15 დეკემბრიდან 2017 წლის 14 დეკემბრამდე პერიოდისთვის 18 მილიონი ევროს ოდენობის ბიუჯეტი დამტკიცდა.

როგორც საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული, საქართველოში ევროკავშირის დასამკვირვებლო მისია ხელს უწობს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ კონფლიქის მხარეებს შორის სტაბილიზაციას, ნორმალიზაციასა და ნდობის აღდგენას. სამოქალაქო სადამკვირვებლო მისია  მონიტორიგს უწევს მხარეების ქმედებებს, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით შემუშავებული ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულებას.

იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში ვითარება შედარებით სტაბილურია, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის კონტრიბუცია საკვანძო რჩება. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ წარმატებით  დაიწყო რამდენიმე მცირე პრიექტი მხარეებს შორის ნდობის აღსადგენად. ის ასევე ხედავს მნიშვნელოვან პოზიტიურ განვითარებას გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენით.

“ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ევროკავშირი აქტიურად უჭერს მხარს კოფლიქტის დარეგულირების ძალისხმევას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის ფარგლებში, ასევე სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლია და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეობის მონაწილეობით", - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.

Print