პოლიტიკა
ევროპარლამენტის მოწოდება ევროკავშირის საბჭოს
ევროპარლამენტი ევროსაბჭოს მოუწოდებს, რომ საქართველოსთან ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხზე
მოლაპარაკებების დაწყების პროცესი არ გააჭიანუროს. ევროპელი კანონმდებლების ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველო აკმაყოფილებს მის მიმართ დაწესებულ ყველა მოთხოვნას და პროცესის გადავადების საჭიროება არ არსებობს. ევრო საბჭოში ე.წ. შეჩერების მექანიზმის შემუშავებას ელოდებიან, რის შემდეგაც სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე, ოფიციალურ თბილისთან საბოლოო მოლაპარაკებები დაიწყება
Print