პოლიტიკა
პრემიერი სამინისტროების მიმართულებით ცვლილებებს არ გამორიცხავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით,  გამორიცხული არ არის

სამინისტროების მიმართულებით გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები გრძელდება.

"ეკონომიკური პროფილის სამინისტროების გაერთიანება არ იგეგმება. ჯობია, რომ დავიცადოთ, რადგან ეს არჩევნების ეპოპეა უნდა დასრულდეს. ჯერ კიდევ 30-ში არის მეორე ტური და სხვათა შორის მინდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ იცოდეს, რომ არჩევნები არ დასრულებულა, ძალიან მნიშვნელოვანი მეორე ტური გვაქვს 30 ოქტომბერს. შემდგომ იქნება გარკვეული პერიოდი, რათა პარლამენტში წარსდგეს უკვე მთავრობა და არ არის გამორიცხული გარკვეული ცვლილებები რა თქმა უნდა, სამინისტროების მიმართულებითაც. ეკონომიკური ბლოკის სამინისტროების შერწყმა არ იგეგმება, მაგრამ გარკვეული პატარა ცვლილებები იქნება. ვაგრძელებთ ჩვენ კონსულტაციებს მინისტრთა კაბინეტთან და ამაზე შეიტყობთ, როცა ამის დრო იქნება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა

Print