პოლიტიკა
პრემიერი: მემკვიდრეობით მივიღეთ დაუბალანსებელი კონსტიტუცია
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიზნით აუცილებელია  ჯგუფი შეიქმნას
.
როგორც  პრემიერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ხელისუფლებას  ძალიან დაუბალანსებელი კონსტიტუცია ერგო მემკვიდრეობად.

„რაც შეეხება კონსტიტუციას, ჩვენ მემკვიდრეობად მივიღეთ ძალიან დაუბალანსებელი კონსტიტუცია და აუცილებლად შესაქმნელია ჯგუფი, რომელიც საზოგადოების თითოეული წევრის ფართო ჩართულობით, მოახდენს ისეთ ცვლილებებს, რომ მომავალში ვერავინ ვერასოდეს ვეღარ მოახდინოს ხელისუფლების კონცენტრირება, უზურპირება და ეს იყოს ერთხელ და სამუდამოდ ნამდვილად ევროპული დემოკრატიული საქართველოს კონსტიტუცია.

მაგრამ ეს არ იქნება ის, რომ ჩვენ ახლა პარლამენტში, პირველ რიგში დავეტაკებით და ამ საკითხით ვიქნებით დაკავებულნი ყველანი. აქ სიჩქარე არ ივარგებს“,-აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერის განცხადებით, საქართელოს მთავრობის უმთავრესი ამოცააა, რომ შექმნას ძალიან მაღალი დინამიკა ქვეყნის განვითარების.

"ჩვენი ამოცანაა შექმნათ, ქვეყნის შეუქცევადი ეკონომიკური, სოციალური, დემოკრატიული განვითარების და ამას ვპირდებით ჩვენს ამომრჩეველს. იმ დანაპირებს, რომელიც ჩვენ გავეცით წინასაარჩევნო პერიოდში, აუცილებლად უკლებლივ ყველა დანაპირებს შევასრულებთ. ეს იქნება ჩვენი უმთავრესი ამოცანა, საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელიც იმედი მაქვს რომ მეორე ტურის შედეგად იქნება, მხოლოდ და მხოლოდ არის მეორადი და მხოლოდ და მხოლოდ არის იმისთვის, რომ თითოეული ჩვენი დანაპირები შესრულდეს, რა თქმა უნდა, თუ იქნება ჩვენი მოქალაქეების ნება. კიდევ ერთხელ მინდა, ყველა ამომრჩეველს მოვუწოდო, რომ 30 ოქტომბერს, როდესაც იქნება არჩევნების მეორე ტური,ისეთივე აქტივობით მივიღოთ მონაწილეობა ქვეყნის მომავლის განსაზღვრაში", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.




Print