პოლიტიკა
მარკ სენფორდი - დემოკრატიულმა პროცესმა საქართველოში მყარად გაიდგა ფესვი
ამერიკელი კონგრესმენი მარკ სენფორდი საქართველოში 8 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან

დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს და საქართველოს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას ულოცავს.

მარკ სენფორდის თქმით, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორია და შთამბეჭდავია ის ფაქტი, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩვენები ქვეყანაში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში უკვე მესამედ იმართება.

„დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25-წლიან ისტორიას თუ შევაფასებთ, აშკარაა, რომ დემოკრატიულმა პროცესმა საქართველოში მყარად გაიდგა ფესვი - და ეს მართლაც ქების ღირსია“ - ნათქვამია რესპუბლიკელი კონგრესმენის მარკ სენფორდის განცხადებაში.

მარკ სენფორდის განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

Print