პოლიტიკა
ევროკავშირის საბჭოს წევრებმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე შეთანხმებას მიაღწიეს
ბრიუსელში ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი (COREPER) 
ბრიუსელში ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი (COREPER) დათანხმდა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროპარლამენტთან მოლაპარაკებების დაწყებას.  ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

აღნიშნული მანდატის საფუძველზე სალოვაკეთის თავმჯდომარეობით ევროკავშირის საბჭო იწყებებს მოლაპარაკებებს ევროპარლამენტთან.

ევროკავშირის საბჭო აღნიშნავს, რომ საქართველოს ვიზალიბერალზიაციისა და შეჩერების ახალი მექანიზმის ამოქმედება ერთდროულად უნდა მოხდეს.

"საბჭომ დღეს აჩვენა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების ძლიერი მხარდაჭერა საქართველოში განხორციელებული რეფორმების გათვალისწინებით. ევროკავშირის თავმჯდომარეს სჯერა, რომ სანდო რეფორმების გზა სწორია და უნდა იყოს წახალისებული. ჩვენ ამ პროცესის დასრულებაში ევროპარლამენტის მხარდაჭერის იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა უვიზო რეჟიმით სარგებლობა რაც შეიძლება მალე შეძლონ”, -  განაცხადა ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის პრეზიდენტმა, ევროკავშირში სლოვაკეთის წარმომადგენელმა

Print