პოლიტიკა
აშშ-ის საელჩო ძალადობრივ ქმედებებს გმობს
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდებს თავი შეიკავონ ძალადობისგან და კანონის უზენაესობას პატივი სცენ.
ამის შესახებ  საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, საელჩო გმობს ძალადობრივ ქმედებებს, რომელიც ზიანს აყენებს მოქალაქეებსა და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესს.
„აშშ-ის საელჩო გმობს ძალადობრივ ქმედებებს, რომელიც ზიანს აყენებს საქართველოს მოქალაქეებსა და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესს. საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ჩვენ მოვუწოდეთ ყველა პოლიტიკურ ძალას თავი შეიკავოს ძალადობისაგან და პატივი სცეს კანონის უზენაესობას. დემოკრატიულ საზოგადოებაში პოლიტიკურ ძალადობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. წყნარი და მშვიდობიანი წინასაარჩევნო გარემო უმნიშვნელოვანესი პირობაა, რათა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობამ შეძლოს, გამოხატოს თავისი ნება“, - ნათქვამია განცხადებაში.

Print