პოლიტიკა
ევროკავშირის საბჭო დღეს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს განიხილავს
ბრიუსელში ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა საბჭო (COREPER) დღეს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს განიხილავს.

აღნიშნული ინფორმაცია 2030-ს ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახურმა წერილობით დაუდასტურა.

ორგანიზაციის პრესსამსახურის ინფორმაციით,  საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა საბჭოს სხდომაზე, თბილისის დროით 12 საათზე განიხილავენ.

გასულ კვირას ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა საბჭოს სხდომა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა.

შეგახსენებთ, LIBE-ს კომიტეტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივა 5 სექტემბერს  დაამტკიცა. საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის შესაბამისი  ინიციატივას ევროპარლამენტმა პლენარულ სესიაზე უნდა დაამტკიცოს და მას ევროკავშირის საბჭომ უნდა დაუჭიროს მხარი.

Print