პოლიტიკა
იან კელი: უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ საქართველო დარჩეს სუვერენულ სახელმწიფოდ
საქართველოში ამერიკის ელჩის იან კელის განცხადებით

არასდროს უნდა დაგვავიწყდეს ის ქართველი ახალგაზრდა მამაკაცები და ქალები, რომლებმაც თავი გაწირეს აფხაზეთში.

- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩმა იან კელიმ გმირთა მოედანზე გმირთა მოედანზე განაცხადა, სადაც  საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულებს  პატივი მიაგო.

"ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ პატივი მივაგოთ მათ, ვინც თავი გაწირა, რათა საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა ყოფილიყო. უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ საქართველო დარჩეს სუვერენულ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, რომელსაც შეუძლია თავად გააკეთოს არჩევანი. საქართველომ გააკეთა არჩევანი გახდეს დემოკრატიული ერების საზოგადოების სრულფასოვანი წევრი და ჩვენ არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს ის ქართველი ახალგაზრდა მამაკაცები და ქალები, რომლებმაც თავი გაწირეს 20 წელზე მეტი ხნის წინ აფხაზეთში. აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს არჩევანს, აფასებს მის მიღწევებს და იდგება საქართველოს გვერდით დასავლურ საზოგადოებაში მის სრულ ინტეგრაციამდე“, - განაცხადა იან კელიმ.

Print