პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი სანდრა რულოვსი იქნება

„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი საქართველოს ყოფილი პირველი ლედი,  სანდრა რულოვსი იქნება.


სანდრა რულოვსმა საკუთარი თავი მაჟორიტარობის კანდიდატად, კორცხელში მოსახლეობასთან ”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების შეხვედრაზე თავად დაასახელა.

„მგონი მარტო არ ვარ, მინდა გკითხოთ, თქვენ თუ გჯერათ ჩემი,  თქვენი სიტყვა ჩემთვის გადამწყვეტია, თქვენი  იმედი მაქვს“,-აღნიშნა რულოვსმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ კი განაცხადა, რომ ზუგდიდის რაიონს საქართველოს პარლამენტში  თავისი რჩეული ეყოლება, რომელიც სანდრა რულოვსი იქნება.

Print