პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი:ქართულ პოლიტიკაში პიროვნებების დრო უნდა დადგეს
ქართულ პოლიტიკაში პიროვნებების დრო უნდა დადგეს და მაჟორიტარებს პარტიული ნიშნით აღარ უნდა ირჩევდნენ.

ეს განცხადება სალომე ზურაბიშვილმა მაესტროს ეთერში, გადაცემა „ღამის კონტაქტში“ სტუმრობისას გაკეთა.

მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში ემიგრანტების საკითხზე მუშაობის გაგრძელებას აპირებს და იქვე იმასაც განმარტავს რომ დაპირებებს მხოლოდ იმ შესაძლებლობის ფარგლებში იძლევა,  რომელიც პარლამენტში მაჟორიტარ დეპუტატს შეიძლება ქონდეს და არა თვითმმართველი ორგანოს წარმომადგენელს.

როგორც ცნობილია მთაწმინდის რაიონში „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არ დაასახელა და მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს გამოუცხადა.

Print